2010-06-01
გაცვლითი პროგრამა კადისის უნივერსიტეტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარული და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის II და III, ასევე მაგისტრატურის I სასწავლო წლის სტუდენტებისათვის კადისის უნივერსიტეტში (კადისი, ესპანეთი http://www.uca.es) გაცვლითი სტუდენტის სტატუსით ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად (2010/11 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ესპანური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
კადისის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ესპანურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.uca.es
კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. სტუდენტის ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 21 ივნისი 12 საათი; დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ–ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს; თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237; ტელ: 25 02 12

- ბიოგრაფია/CV (ქართულ და ესპანურ ენებზე)
- მოტივაციის წერილი (ესპანურ ენაზე)
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- პასპორტის ასლი
- სასურველია ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
კადისის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ესპანურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.uca.es
კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. სტუდენტის ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 21 ივნისი 12 საათი; დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ–ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს; თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237; ტელ: 25 02 12
« იხ. ყველა სიახლე