2011-03-01
ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები: ინგლისური ენის ტესტირებაზე რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ა/წ 16 მარტის ჩათვლით
2011/2012 სასწავლო წლის ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს მე–3, მე–4, მე–5 და მე–6
სემესტრის ბაკალავრიატის და მე–2 სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
სემესტრის ბაკალავრიატის და მე–2 სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები
(www.ut.ee
)ტარტუს უნივერსიტეტი
ლატვიის უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები
(www.lu.lv
)
ვილნიუსის უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები
(www.vu.lt
)
კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები
(www.uniba.sk
)
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები.
(www.euv-frankfurt-o.de/en
)
სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვარშავის უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები
(www.iro.uw.edu.pl
)ვარშავის უნივერსიტეტი
კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად:
-
პირველი ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე)
ტესტი ინგლისურ ენაში ჩატარდება 2011 წლის 18 მარტს 15.00 სთ–ზე (მისამართი: საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის შენობა: უნივერსიტეტის ქ.№11)
ტესტირებაზე დამსწრე სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით.
რეგისტრაციისთვის თსუ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტმა 2011 წლის 15 მარტის ჩათვლით ინდივიდუალური ცხრილიდან უნდა გააგზავნოს განცხადება საგამოცდო ცენტრში (sms.tsu.ge-დან).
მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტთა სია განთავსდება თსუ ვებ-გვერდზე.
- მეორე ეტაპი: გასაუბრება
- ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით)
- CV (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ და ქართულ ენაზე, 3-3 ეგზემპლარი)
- რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- პასპორტის ასლი
- 2 ფოტო
- პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
- ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
« იხ. ყველა სიახლე