2012-09-25
სტატიათა კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტთა შორის კიბერ უსაფრთხოების თემებზე ცნობიერების ამაღლებას, დაინტერესების ზრდას და სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისებას კიბერ უსაფრთხოების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობასა და არსებულ მექანიზმებზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და სხვა მომიჯნავე ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი საკუთარი ინიციატივით ირჩევს სტატიათა საკონკურსო თემათაგან ერთ-ერთს:
1. კიბერ ომის საერთაშორისო მარეგულირებელი ბაზა
2. საჭიროა თუ არა ინტერნეტის რეგულირება?
3. კიბერ კანონმდებლობის აღსრულება
სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ზოგადი მითითებები:
** სტატიაში უნდა ვლინდებოდეს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა აღნიშნულ სფეროში;
** სტატიაში ასახული უნდა იქნას როგორც კანონმდებლობის, ისე სხვადასხვა პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი, სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობის შედარება, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და საერთაშორისო აქტების ანალიზი;
** სტატიაში ასახული უნდა იქნას მსოფლიოში დღეს მიმდინარე მოვლენები კიბერ უსაფრთხოების სამართლებრივი რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით;
** სტატია შესრულებული უნდა იყოს აკადემიური წერის წესების სრული დაცვით;
** სტატია შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
ტექნიკური მოთხოვნები:
** სტატიის მოცულობა: 10-15 გვერდი;
** ხაზებს შორის ინტერვალი: 1.0;
** შრიფტის ზომა: 12;
** შრიფტი: Times New Roman
სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:
jobs@dea.gov.ge 2012 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
გამარჯვებული სტატიების გამოვლენა მოხდება სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ და საუკეთესო სამი სტატიის ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით. გამარჯვებული ავტორები ასევე თემის პრეზენტაციას გააკეთებენ 2012 წლის 15-17 ნოემბერს, საქართველოს IT ინოვაციების კონფერენციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში:
ტელეფონი: 2 915140
საკონტაქტო პირი: ნატა გოდერძიშვილი
ინფორმაცია გაავრცელა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა
« იხ. ყველა სიახლე