2016-09-16
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის
დოქტორანტურის
პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ინგლისურენოვან ან/და ესპანურენოვან სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, იურიდიული, განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, მედიცინა.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ
7 ოქტომბრის 17 საათამდე
უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ-ს მიერ 2015/2016 სასწავლო წელს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
საკვლევი თემის მოკლე მიმოხილვა (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
« იხ. ყველა სიახლე