2011-10-19
ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის (2011/2012)
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2011/2012 სასწავლო წლისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტში სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV, V, VI სემესტრისა და მაგისტრატურის I და II სემესტრის სტუდენტებს (ერთთვიანი ენის კურსები და სამთვიანი სტიპენდია), ასევე თსუ დოქტორანტებს (მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ელექტრონულად შევსებული ფორმულარი (2 ეგზემპლარი)
- ერთი რეკომენდაცია ქართულ და გერმანულ ენაზე (ნოტარიული დამოწმება არ არის საჭირო)
- ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან ქართულ ენაზე (ეხებათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს)
- გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე)
- ბაკალავრის დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი (ეხებათ მხოლოდ მაგისტრატურის პირველის სემესტრის სტუდენტებს)
- მაგისტრის დიპლომის ასლი (ეხებათ მხოლოდ დოქტორანტებს)
- ინფორმაცია მიმღებ უნივერსიტეტში შესაბამისი სასწავლო მიმართულების არსებობის შესახებ (www.uni-saarland.de)
- ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4 (გთხოვთ, დააკრათ ფორმულარებს)
- პასპორტის ასლი
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2011 წლის 17 ნოემბერს 14:30–ზე,
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!

გაცვლითი პროგრამა არ ანაზღაურებს საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 ნოემბრის 12 საათი
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 ნოემბრის 12 საათი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა:
გერმანულენოვან დოქტორანტებს არ მოეთხოვებათ ენის ტესტის დაწერა, გამონაკლისის
სახით გერმანული ენის არცოდნის შემთხვევაში კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი დოქტორანტები.
დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
კონკურსზე არ დაიშვებიან 2010/2011 სასწავლო წლის ზაარლანდის კონკურსის გამარჯვებულები!
« იხ. ყველა სიახლე