ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-14

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის მიერ (თურქეთი) ორგანიზებულ მეხუთე საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად (International Week about Refugee)

იხილეთ ბმული                

განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ თსუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან:ეკონომიკა, ბიზნესი, ინგლისური ენა, ისტორია, ბიოლოგია, სოციოლოგია, ტურიზმი, მედიცინა, იურიდიული.

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 დღე მგზავრობისთვის)
მობილობის პერიოდი: 2017 წლის 1-5 მაისი
სამუშაო ენა: ინგლისური
კვირეულის პროგრამა: დანართი 1

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  2017 წლის 24 მარტის 16 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2)
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)

შერჩევის საფეხურები:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:
დღიურ სტიპენდიას (140 ევრო) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას 

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

შენიშვნა: 
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე