2013-06-14
ბალტიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის ქსელის საერთაშორისო შემოდგომის სკოლა „East and West: Conflict and Co-operation in the Eastern Neighborhood“
ბალტიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის ქსელის
საერთაშორისო შემოდგომის სკოლა
„East and West: Conflict and Co-operation in the Eastern Neighborhood“
„East and West: Conflict and Co-operation in the Eastern Neighborhood“
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-6 სემესტრის და ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პირველი კურსის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის საერთაშორისო შემოდგომის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
შემოდგომის სკოლის ორგანიზატორები:
- ჰელსინკის უნივერსიტეტი
- ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გროდნოს იანკა კუპალას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) და მაღალი აკადემიური მოსწრება!!!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- CV (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, 1 გვერდი)
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე)
სკოლის ხანგრძლივობა: 23-28 სექტემბერი, 2013 წელი, თბილისი
კრედიტების რაოდენობა: 5 ECTS
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 27 ივნისის 16 საათი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121, ტელ: 222 56 79)
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თანდართული დოკუმენტი
« იხ. ყველა სიახლე