2012-09-12
გაცვლითი პროგრამები ევროკომისიის პროგრამა ERASMUS MUNDUS-ის ფარგლებში.
გაცვლითი პროგრამები
ევროკომისიის პროგრამა ERASMUS MUNDUS-ს ფარგლებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ევროკომისიის პროგრამა ERASMUS MUNDUS-თან და 2013 წლიდან, პროგრამის მეორე აქტივობის ფარგლებში, კვლავ განაახლებს გაცვლით პროგრამებს ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები განხორციელდება ევროპის 35 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ევროკომისიის ზემოაღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ევროპული საუნივერსიტეტო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს დიალოგს ხალხსა და კულტურებს შორის (http://ec.europa.eu/education/external-relation-programmes/mundus_en.htm).
WEBB: Whole Europe Beyond Borders
/მთელი ევროპა საზღვრებს მიღმა/
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები:
- ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია/კოორდინატორი/
- კა-ფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია, იტალია
- პავიას უნივერსიტეტი, იტალია
- კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
- გენტის უნივერსიტეტი, ბელგია
- ლაიპციგის უნივერსიტეტი, გერმანია
- ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი
- ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი
- პოიტიერის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
- ვარშავის უნივერსიტეტი, პოლონეთი
თანა-კოორდინატორი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IANUS: Inter-Academic Erasmus Mundus
/ინტერ-აკადემიური ერასმუს მუნდუსი/
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები:
- იაშის უნივერსიტეტი, რუმინეთი/კოორდინატორი/
- კარლ-ფრანცეზის უნივერსიტეტი, გრაცი, ავსტრია
- ლილი 1: მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
- მონპელიე 2: მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
- ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტი, გერმანია
- გრონინგენის უნივერსიტეტი, ჰოლანდია
- იაგელონიის უნივერსიტეტი, კრაკოვი, პოლონეთი
- ბატეი ბელის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
- გრანადის უნივერსიტეტი, ესპანეთი
თანა-კოორდინატორი: კიევის მოჰილას აკადემია, უკრაინა
BACSIS: Between Black and Caspian Seas
/შავ და კასპიის ზღვებს შორის/
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები:
- მონპელიე 2: მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, საფრანგეთი/კოორდინატორი/
- ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ვინლიაუს გედემინოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლიტვა
- მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი
- პას ვასკოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
- ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
- ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- ანტვერპენის უნივერსიტეტი, ბელგია
თანა-კოორდინატორი: ყირიმის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, უკრაინა
ELECTRA: Enhancing Learning in ENPI Countries through Clean Technologies and Research-related Activities
/სწავლების გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებში სუფთა ტექნოლოგიებისა და კვლევითი საქმიანობების საშუალებით/
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები:
- ოლდენბურგის უნივერსიტეტი, გერმანია/კოორდინატორი/
- ოულუს უნივერსიტეტი, ფინეთი
- ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
- ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
- კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
- მინოს უნივერსიტეტი, პორტუგალია
- ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
თანა-კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეორე აქტივობის ფარგლებში 2012-2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:
http://eacea.ec.europa.eu/erasmus_mundus/results_compendia/selected_projects_action_2_en.php
ინფორმაცია გაავრცელა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა
თბილისი, 2012
თბილისი, 2012
« იხ. ყველა სიახლე