2010-01-08

გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD)კონფერენცია თემაზე – "ბოლონიის პროცესი საქართველოსა და გერმანიაში"

ა/წ 12 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD)-სა და თსუ-ს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: “ბოლონიის პროცესი საქართველოსა და გერმანიაში”. ღონისძიებას დაესწრებიან პროფესორები გერმანიიდან, ბატონი ეცჰოლდი და ბატონი ალვარტი, რომელიც ბოლონიის პროექტზე მოხსენებას წაიკითხავს. დისკუსიას გაუძღვება პროფესორი ლიკა ღლონტი.

დასაწყისი: 18:30 საათზე
 მისამართი: თსუ მე-2 კორპუსი, გაეროს აუდიტორია, #331
 სამუშაო ენა- გერმანული

Print

« იხ. ყველა სიახლე