ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-09

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლაკვილას უნივერსიტეტში!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლაკვილას უნივერსიტეტში (იტალია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის მიმართულებების  ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის იტალიურენოვან სტუდენტებს;  
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის მიმართულებების   მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის ინგლისურენოვან/იტალიურენოვან სტუდენტებს;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის მიმართულებების დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის ინგლისურენოვან/იტალიურენოვან სტუდენტებს;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის მიმართულებების აკადემიურ პერსონალს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საუკეთესო აკადემიური მოსწრების (GPA-ის) მქონე 10 სტუდენტის მონაცემები იგზავნება ლაკვილას უნივერსიტეტში/აკადემიური პერსონალის ყველა ვალიდური აპლიკაცია იგზავნება ლაკვილას უნივერსიტეტში;
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (ლაკვილას უნივერსიტეტი)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  2018 წლის 22 ოქტომბრის 12:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში ერთ ფაილად) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ინგლისური ან იტალიური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)  დანართი 1
საკვლევი გეგმის მონახაზი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის) 
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის) 
პერსონალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე);  დანართი 2 
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი არ არის სავალდებულო, ელ-ფოსტაზე მიღებული თანხმობაც საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
პერსონალი:
1 კვირა (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო).
პერსონალი:
160 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო).

დამატებითი ინფორმაცია: 
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
Print

« იხ. ყველა სიახლე