2017-11-28
ცხადდება კონკურსი 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტში საზაფხულო ენის კურსების და სამთვიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის შვიდივე ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV, V, VI სემესტრისა და მაგისტრატურის I სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ B2 დონეზე ფლობენ გერმანულ ენას.
1.სამთვიანი სასწავლო სტიპენდია:
•სტიპენდიის ხანგრძლივობა: სამი თვე
•სტიპენდიის მოცულობა: 650 ევრო (თვიურად)
•მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (მინ. სამი თვე)
2.საზაფხულო ენის კურსები (აგვისტო:
•სტიპენდიის ხანგრძლივობა: ერთი თვე
•სტიპენდიის მოცულობა: 400 ევრო და უფასო სერთო საცხოვრებელი
•მობილობის ხანგრძლივობა: მაქს. ერთი თვე
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
•დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
•გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა
ა/წ 12 დეკემბრის, 23:59 საათამდე
უნდა გამოაგზავნონ სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: dfronline_de@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი
, რომელიც PDF-ის ფორმატში უნდა გადმოიგზავნოს ზემოთმოცემული ელ-ფოსტის საშუალებით:
•CV - გერმანულ ენაზე;
•გერმანული ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი;
•ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით) ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე;
•ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან (GPA-ის მითითებით) - ქართულ ენაზე;
•მოტივაციის წერილი - გერმანულ ენაზე;
•რეკომენდაციის წერილი - ქართულ და გერმანულ ენაზე (რეკომენდატორის ხელმოწერით და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
•დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი (ეხებათ მაგისტრატურის სტუდენტებს);
•პასპორტის ასლი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ირინა გამყრელიძეს: თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი (თსუ-ის მეორე კორპუსი, მეორე სათული, ოთახი 204) ელ-ფოსტა: dfronline_de@tsu.ge
, ტელ/ფაქსი: +99532.2250212
შენიშვნა:
•დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
•კონკურსზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომელთაც 2017 სასწავლო წლისათვის მოპოვებული ჰქონდათ ზაარლანდის უნივერსიტეტის იდენტური სტიპენდიები!
•„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2
) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
« იხ. ყველა სიახლე