2020-01-16

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტში უნივერსიტეტში!

                                                                                                                               

ცხადდება   კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ესქიშეჰირ ოსმანგაზის  უნივერსიეტში (თურქრთი)!

https://www.ogu.edu.tr/en

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ პერსონალს

  სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი :

· სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება ( თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი )

· გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან ( თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

· საბოლოო შერჩევა / სტიპენდიის მინიჭება ( მასპინძელი უნივერსიტეტი

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

· პასპორტის ასლი

·CV- ევროპული ფორმატი ( ინგლისურ ენაზე )

· მოტივაციის წერილი ( ინგლისურ ენაზე , არაუმეტეს ერთი გვერდისა )

· უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი

· შევსებული სამუშაო გეგმა ( ინგლისურ ენაზე ; თსუ - შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული ): დანართი 1

· დაინტერესების წერილი ( Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან ( ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის , საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა / დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან ;

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 6  თებერვლის  16 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : outgoingmobility @tsu.ge !!!

 

სტიპენდიის სავარაუდო ხანგრძლივობა :

7 დღე

 

სტიპენდია მოიცავს :

· დღიური სტიპენდია , ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

· შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები

დამატებითი ინფორმაცია :

· დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება !

· დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ - ფოსტის საშუალებით : outgoingmobility@tsu.ge ;

· გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ - ფოსტის საშუალებით .

 


 

Print

« იხ. ყველა სიახლე