2010-04-26

ღია ინფორმაციისა და კონტაქტების დამყარების დღე

ევროკომისიის მედიცინის კვლევის ცენტრის ღია ინფორმაციისა და კონტაქტების დამყარების დღე 2010 წლის 8 ივნისს ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. შეხვედრის დროს მოხდება 2011 წლის სამუშაო პროგრამის პრიორიტეტების დაგეგმვა. ამასთან ერთად, შეხვედრისას განიხილება მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ( FP7 ) ფარგლებში პარტნიორობის დეტალებიც. აღნიშნული შეხვედრის მიზანია ევროკავშირის კვლევის ფუნდამეტური პრინციპების და პოლიტიკის მიმოხილვა: ევროკავშირის მოქალაქეები და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ინდუსტრიებისა და სერვისების კონკურენტუნარიანობა, გლობალური ჯანდაცვის საკითხები და ჯანდაცვის სოციო-ეკონომიკური ასპექტები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ:

http://ec.europa.eu/research/health/events-02_en.html

შეხვედრის პროგრამა.

Print

« იხ. ყველა სიახლე