2016-04-20
დამატებითი კონკურსი თსუ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს თსუ მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.fh-kiel.de/
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი):
სოციოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en
იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
განათლების მეცნიერებები, მასობრივი კომუნიკაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე
http://www.uoi.gr/en/
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2015 წლის 15 ოქტომბერი და 17 ნოემბერი, 2016 წლის 2 მარტი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ან/და ენის საერთაშორისო სერთიფიკატი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
პასპორტის ასლი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 3 მაისის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (MA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტები პრიორიტეტების მიხედვით):
შენიშვნა:
დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!
გასაუბრებები კილის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის სტიპენდიების მოსაპოვებლად გაიმართება დამოუკიდებლად!
« იხ. ყველა სიახლე