ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-04-29

საზაფხულო სკოლა "მოლეკულური მედიცინა"

იენის უნივერსიტეტის (გერმანია) სამედიცინო კლინიკა იწვევს ახალგაზრდა მეცნიერებს ა/წ 29 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საზაფხულო სკოლაში "მოლეკულური მედიცინა" მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მოლეკულური მედიცინის თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებს და ასევე ექნებათ შესაძლებლობა ახლოს გაიცნონ იენის კულტურული ცხოვრება და ღირშესანიშნაობები.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე პირებს ბიომეცნიერებაში, ბიოქიმიასა და მედიცინის მომიჯნავე სფეროში.

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2011 წლის 31 მაისი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი ან ელექტრონული გვერდი.
Print

« იხ. ყველა სიახლე