თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV, V სემესტრის აქტიური სტუდენტებისათვის, პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ 2015-2016 აკადემიური წლისათვის გამოყოფილ ერთსემესტრიან, ინგლისურენოვან გაცვლით პროგრამაზე სასწავლებლად.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ ვისაც თებერვლის ბოლოსთვის (ანუ 2015 წლის შემოდგომის სემესტრის ბოლოსთვის) ექნებათ არა ნაკლებ 60 და არაუმეტეს 165 კრედიტისა.
საბაკალავრო პროგრამის ჩამონათვალი იხილეთ ამ ლინკზე
http://isc.bit.edu.cn/list.aspx?cid=32 და გთხოვთ, შეარჩიოთ თსუ-ს საბაკალავრო პროგრამასთან თავსებადი პროგრამა.
მიმღები ინსტიტუტი სთავაზობს უფასო სწავლას, ყველა სხვა ხარჯი (საერთაშორისო გადაადგილების, სავიზო მოსაკრებელი, დაზღვევა, კვება, სტუდენტური საცხოვრებელი; სასწავლო მასალები, რეგისტრაციის მოსაკრებელი.) სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს (შესაძლებელია მგზავრობის დაფინანსება ფაკულტეტის მხრიდან საკუნკურსო საფუძველზე).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი # 204).
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან;
- პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- აკადემიური რეზიუმე Europass ფორმატში (ინგლისურად);
- მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა, font: times new roman, spacing: 1.5, margins: 2.5cm);
- ბაკალავრიატის საფეხურის სასწავლო ბარათი GPA-ის მითითებით;
- აკადემიური რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ერთი ბიომეტრული ფოტო;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკაცის ასლი: TOEFL (მინიმალური ქულა 79 IBT) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 6).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომელთაც არა აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკატი, უნდა დაწერონ თსუ საგამოცდო და ენების ცენტრების მიერ ორგანიზებული ინსტიტუციური ტესტი (B2) (ტესტირების ჩატარების ზუსტი დრო და თარიღი ელექტრონული ფოსტით ეცნობება კონკურსზე დარეგისტრირებულ ყველა სტუდენტს).
ყველა აპლიკანტი (მათ შორის ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ენის ცონდის მინიმალურ ზღვარს (B2), მოწვეული იქნებიან შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის მარტის თვის დასაწყისში; გასაუბრების ზუსტი თარიღი, დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტორნული ფოსტით.
სააპლიკაციო პაკეტი მიიღება 2015 წლის 20 თებერვლის 17 საათამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ,
წერილობით დაუკავშირდით ლელა კაცაძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე
lela.katsadze@tsu.ge
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება!