ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-10

კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში!

ცხადდება კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში.

ელექტრონული განაცხადების მიღება იწარმოებს  ა/წ 10 ნოემბრამდე ვებგვერდის საშუალებით.

დაინტერესებულმა პროფესორებმა ელექტრონული განაცხადის შევსების  შემდეგ 10 დღის ვადაში უნდა გააგზავნონ პასპორტის ასლი და შევსებული და ორმხრივად (თსუ-სა და ბარსელონას მხარის მიერ) დამოწმებული სამუშაო გეგმა ( დანართი 1) შემდეგ მისამართზე: erasmus.ka107@uab.cat.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

5 სამუშაო დღე (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
160 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება 

დამატებითი ინფორმაცია: 
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე