ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-09

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში  (საფრანგეთი).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  კომპიუტერული მეცნიერების ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სემესტრის სტუდენტებს;  
კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის პირველი, მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებს; 
კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების აკადემიურ პერსონალს;
ცენტრალური ადმინისტრაციისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის განხილვა
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  2018 წლის 1 ნოემბრის 12:00 საათამდე  გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:outgoingmobility@tsu.ge !

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბაკალავრები: ფრანგული B1 დონე, მაგისტრები: ინგლისური B2 დონე - თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული საერთაშორისო სერთიფიკატი)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)  დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის) 
პერსონალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე);  დანართი 2  (აკადემიური პერსონალი),  დანართი 3  (ადმინისტრაციული პერსონალი)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი არ არის სავალდებულო, ელ-ფოსტაზე მიღებული თანხმობაც საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
პერსონალი:
1 კვირა

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
პერსონალი:
140 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია: 

-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge ;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
Print

« იხ. ყველა სიახლე