2019-05-08
კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია)
მიმართულებები (
ინგლისურენოვანი, იტალიურენოვანი): ლიტერატურა, ფილოსოფია, პოლიტიკის მეცნიერება.
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ
15 მაისის 16.00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge!
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მიღების წერილის ქონა მხოლოდ სასურველია, სავალდებულო - არა);
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორის, თეა გერგედავას, ხელმოწერით და კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული)
დანართი 1
მობილობის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე
მობილობის პერიოდი:
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.
« იხ. ყველა სიახლე