2019-04-24

ცხადდება კონკურსი თბილისი-ოსლოს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დასაფინანსებლად!

ცხადდება კონკურსი თბილისი-ოსლოს ორკვირიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დასაფინანსებლად: 
„Intercultural communication in academic settings in South Caucasus Countries and Norway”

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურის მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, ევროპისმცოდნეობა, ანთროპოლოგია, ჟურნალისტიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა. 

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა   ა/წ 10 მაისის  12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი; 
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ორი გვერდისა);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ერთი გვერდისა);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
  1. 2018 წლის 9 ოქტომბერს ან 13 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
  2. მოქმედი ენის საერთაშორისო სერტიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS – მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
  3. უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერტიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა:
2 კვირა (2019 წლის 14-28 ივლისი; ერთი კვირა - თბილისი, ერთი კვირა - ოსლო).

სტიპენდია აფინანსებს:
საერთაშორისო მგზავრობას, დაბინავებასა და დღიურ ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაცია
  • არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება
  • კანდიდატებთან გასაუბრება იგეგმება ა/წ 17 მაისს 11:00 საათიდან;
  • გასაუბრებების განრიგი ინდივიდუალურად დაეგზავნება თითოეულ აპლიკანტს  ელ-ფოსტაზე  ა/წ  14 მაისს;
  • გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ   ა/წ 10 მაისის 18:00 საათამდე   outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები; 
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:  outgoingmobility@tsu.ge.
Print

« იხ. ყველა სიახლე