2011-10-26
კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტის საბაკალავრო სტიპენდიები 2011/2012 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარული და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის II და III სასწავლო წლის სტუდენტებისთვის კადისის უნივერსიტეტში (www.uca.es) გაცვლითი სტუდენტის სტატუსით ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ესპანური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტებს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ესპანური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ბიოგრაფია/CV (ქართულ და ესპანურ ენებზე)
- მოტივაციის წერილი (ესპანურ ენაზე)
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
- რეკომენდაცია
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- სასურველია ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- პასპორტის ასლი
კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტებს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 16 ნოემბრის 12 საათი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
« იხ. ყველა სიახლე