გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953) 1863 წლის 3 იანვარს (სხვა ვერსიით 5 ივნისს) დაიბადა. სწავლობდა ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი და თბილისში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.
1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში, დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა. 1888 წელს იაკობ გოგებაშვილის წინადადებით აირჩიეს ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების’’ წევრად, საქართველოს მუზეუმის კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების წევრადაც. ექვთიმე პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ,,ივერიაში’’. 1888 წელს შეისწავლა და გამოიკვლია ,,პარხლის სახარება’’. ამას მოჰყვა შატბერდული ,,მოქცევაი ქართლისაის’’ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს გამოსცა ,,ახალი ვარიანტი წმინდა ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა’’. საქართველოს ადრეული ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი ,,ხელმწიფის კარის გარიგების’’ ხელნაწერი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის მიერ აღმოჩენილ ,,ვეფხისტყაოსნის’’ ძველ ხელნაწერს. წარმატებული არქეოლოგიური საქმიანობისთვის ექვთიმე 1901 წლიდან მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი გახდა, იმავე წელს რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1905-1918 წლებში იგი მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების მდივანი იყო.
1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება’’. საზოგადოების თავმჯდომარე თავად იყო 1921 წლამდე.
1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.
1945 წლის აპრილში ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნებულ ქართულ განძს თან ჩამოჰყვა. მხცოვანი მეცნიერი ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა თბილისის უნივერსიტეტში ლექციების კითხვას. 1946 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრადაც აირჩიეს.
ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული ,,ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტის წესდების შესადგენად და სხვა სახის საორგანიზაციო მუშაობის ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც ექვთიმე თაყაიშვილიც იყო. როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) უნივერსიტეტი გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიაში. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მას მიანიჭა დოქტორის ხარისხი. 1920 წლისთვის ექვთიმე თაყაიშვილის ლექციები საქართველოს სიძველეებს შეეხებოდა. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი უნივერსიტეტში ახლად შემოსულთათვის იყო და მოიცავდა შესავალს საქართველოს სიძველეებისას, ამასთან კითხულობდა ეპიგრაფიკასა და ეკლესია–მონასტრების ისტორიას. თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროსაც ექვთიმე არ ივიწყებდა საქართველოს სიძველეებს და მათ დაცვა–შესწავლას. ამ წლებში მან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.
2002 წელს წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი".