დიდი ქართველი ისტორიკოსი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი (1876-1940) დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს. 1895 წელს დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება. 1899-1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901-1902 წლებში მიიწვიეს გერმანიაში ბერლინის უნივერსიტეტში. 1902-1917 წლებში ივანე ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907 წელს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“ მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907-1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი თავის თანამოაზრეებთან: იოსებ ყიფშიძესთან, აკაკი შანიძესთან, შალვა ნუცუბიძესთან და სხვებთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და აქტიური ბრძოლა გააჩაღა კავკასიაში პირველი უმაღლესი დაწესებულების – უნივერსიტეტის დაარსებისათვის, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა – 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. ჯერ კიდევ 13 იანვარს ქართული გიმნაზიის შენობაში (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შედგა მომავალი უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველი ოფიციალური სხდომა, სადაც ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის რექტორის საპატიო პოსტზე პეტრე მელიქიშვილის კანდიდატურა წამოაყენა და თავისი წინადადება შემდეგი სიტყვებით დაასაბუთა: „ვისაც სურს გამარჯვება საქართველოს უნივერსიტეტისა, ვისაც სურს, რომ დაინტერესდეს ფართო საზოგადოება არამარტო ჩვენში, არამედ რუსეთში, ვისაც სურს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სახელი შარავანდედით იყოს მოსილი, ის აუცილებლად უნდა მიემხროს ისეთი კაცის რექტორობას, როგორიც არის პეტრე მელიქიშვილი“. თუმცა თავად პეტრე მელიქიშვილი აღიარებდა ,,ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება’’.
ივანე ჯავახიშვილი იმ დროისათვის (1918-1919წწ.) ერთადერთი - სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი გახდა. 1919-1926 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი. 1918–1938 წლებში თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936-1940 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. 1939 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).
1938 წლის 25 მაისს თსუ-ის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სამეცნიერო სესიაზე ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება “ბრძოლა საქართველოში უნივერსიტეტის დაარსებისათვის”, რომელშიც გაიხსენა კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსების წინაპირობები, ბრძოლის პერიპეტიები და ა.შ. იგი შემდეგი სიტყვებით მოძღვრავდა სტუდენტ-ახალგაზრდობას: “მხოლოდ საფუძვლიანი ცოდნა მისცემს მათ შესაძლებლობას, ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. უნდა ახსოვდეთ, რომ სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასოდეს დიდ საქმეს; უნდა უყვარდეს ყოველ მათგანს თავისი ხალხი, უნდა უყვარდეს მეცნიერება, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ შეალიოს თავისი ძალა მეცნიერებასაც და ხალხსაც. სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა. ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელიც ყველას ხვედრს არ წარმოადგენს და ვინც ისეთი ბედნიერია, რომ ბუნებისაგან დაჯილდოებულია ნიჭით, რომ მას აქვს ნებისყოფა, აქვს აგრეთვე გატაცება, ის უნდა გრძნობდეს, რომ ვალდებულია სამაგიერო გადაუხადოს იმ ერს, რომლისგანაც ის წარმოშობილია”.
ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებია.
ივანე ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი. შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად. ისტორიკოსი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში. მის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.
აკადემიკოსი როინ მეტრეველი თავის მონოგრაფიაში “ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი” წერდა: “XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაში გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც თავისი დიდი დაღი დაასვა ჟამთასვლას; ადამიანი, რომელმაც ჭეშმარიტი მამულიშვილობის მისაბაძი მაგალითი უჩვენა თანამედროვეებს, მაგალითი ღრმა მეცნიერული კვლევისა, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულისა, მოძმეთა პატივისცემისა; მოქალაქე და მეცნიერი, რომლის დიდი მცდელობის შედეგია საქართველოში პირველი უმაღლესი განათლების კერის – უნივერსიტეტის დაარსება და საქართველოს ისტორიის კვლევის, ქართული ისტორიოგრაფიის სრულიად ახალი ეტაპის დაწყება”.
1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.