ვასილ პეტრიაშვილი
ცნობილი ქართველი ქიმიკოსი ვასილ პეტრიაშვილი (1842-1908) დაიბადა 1842 წლის 20 თებერვალს. 1865 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და ოდესაში, ნოვოროსიის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა იმავე წელს გადავიდა ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე, ტექნიკური ქიმიის კათედრაზე. 1905–1907 წლებში მუშაობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, ხოლო 1907 წლიდან ამავე უნივერსიტეტის რექტორი იყო. ვასილ პეტრიაშვილი უმაღლესი სასწავლებლის პირველი ქართველი რექტორია. მეცნიერი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენდა ოდესაში ჩასული თანამემამულეების მიმართ და, ყველაზე მეტად ქართველი სტუდენტების მომავალზე ფიქრობდა. მეცნიერს ხშირად ჩამოჰყავდა თავისი სტუდენტები საქართველოში.
ვასილ პეტრიაშვილის ნაშრომებმა ორგანულ ქიმიაში წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერებაში. პირველი გამოკველვები ეხებოდა აზონაერთებისა და მათი გარდაქმნების პროდუქტების მიღებას, რასაც არა მარტო თეორიული, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან აზონაერთები საფუძვლად უდევს საღებავების წარმოებას. მეცნიერმა შეისწავლა მრავალი აზონაერთი, დაადგინა მათი აგებულება და დაამტკიცა, რომ ნახშირბადის ერთ ატომთან შეიძლება არსებობდეს ჰიდროქსილის ორი ჯგუფი. ეს ეწინააღმდეგებოდა არსებულ შეხედულებებს და პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ორგანული ქიმიისთვის, მეტად საინტერესო იყო კვლევები დამჟანგველის ხასიათსა და მალეინის მჟავების აღნაგობის დასადგენად და სხვა. თავისი გამოკვლევების პროცესში ვასილ პეტრიაშვილი წააწყდა მოვლენას, რომელსაც შემდგომში ტაუტომერია ეწოდა. ამ მიმართულებით მეცნიერის წარმატებულ კვლევებს დიდი შეფასება მისცა ცნობილმა ქიმიკოსმა, ინგლისის ქიმიური საზოგადოების პრეზიდენტმა უილიამ პარკერ უინიმ და განაცხადა, რომ მსოფლიოს ქიმიკოსები სწორედ ოდესელ პროფესორ პეტრიევს უნდა უმადლოდნენ ამ აღმოჩენებსო.
ვასილ პეტრიაშვილი იყო თბილისში უნივერსიტეტის დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი, თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან, სისტემატიურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ, სამეურნეო თუ სამეცნიერო საკითხებზე. ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში, ტექნიკური ტერმინებით ამდიდრებდა ქართულ ენას.ურთიერთობა ჰქონდა აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან, ნიკო ნიკოლაძესთან.
"მე რომ პოეტური ნიჭი მქონოდა და განმეზრახა დამეხატა ადამიანი, რომელიც საუკეთესო ზნეობრივი თვისებებით წარმოადგენს სიბრძნესთან შეერთებული გულკეთილობის განსახიერებას, მე დავხატავდი ვასილ პეტრიაშვილს", – ასე აფასებდა თავისი უფროსი მასწავლებლისა და უახლოესი მეგობრის პიროვნებას ცნობილი ქართველი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი.