ავტორი: იოსებ ყიფშიძე
სათაური: თხზულებანი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, იოსებ ყიფშიძის სამეცნიერო და პუბლიცისტური მოღვაწეობის ამსახველი მასალა, ეპისტოლური მემკვიდრეობა. წიგნში შევიდა აგრეთვე იოსებ ყიფშიძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტები. მეცნიერის შრომების მასალების უმეტესობა იბეჭდება პირველად და ავტოგრაფული ნუსხებით.
|
|
ავტორი: ფრიდონ ხალვაში
სათაური: თხზულებანი I
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნულ კრებულში ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის რჩეული ლექსებია გაერთიანებული. ფრიდონ ხალვაშმა ხანგრძლივი ცხოვრებისა და შემოქმედების განმავლობაში შექმნა თავისი სახე, თავისი სტილი და შეიძლება ითქვას თავისი მითი, რომელიც თანამედროვე ქართული კულტურის ისტორიაში დარჩა, როგორც სახასიათო ფორმა და შინაარსი, როგორც ადვილსაცნობი ისტორია, როგორც ტრადიცია, როგორც წინაპართა კვალის გაგრძელება, როგორც შემოქმედი, რომელმაც შექმნა თავისი დრო და რომელიც ამ დროში სრულად ცხოვრობა, წერდა, უყვარდა...
ფრიდონ ხალვაში სახეობრივი პოეზიის მიმდევარი იყო. ყოველთვის წარმატებით იყენებდა ქართული ლექსის სხვადასხვა სახეობასა თუ კომბინაციებს, სალიტერატურო ენის ტრადიციულ სტრუქტურასაც სრულყოფილად ფლობდა და არც სიტყვის ასოციაციური ველი ჰქონდა შეზღუდული. მისი შექმნილია საკუთარი არსის უშუალოდ და ორიგინალურად გამომხატველი ფორმა - სამყურები - ფრიდონ ხალვაშის ექსკლუზიური მიგნება, ახალი ქართული სალექსო ნაირსახეობა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ,,აჭარული ტერცეტები’’, რადგან სიტყვიერ და ინტონაციურ მასალად უმთავრესად აჭარულ დიალექტს იყენებს. სამყურებში პოეტის ფხიზელი, დაკვირვებული თვალი იგრძნობა.
|
|
ავტორი:
სათაური: თხზულებანი
გამომცემლობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
გამოშვების წელი: 2018
დიმიტრი ყიფიანის ათტომეულის მესამე ტომში შესული თხზულებები ეხება ბატონყმობას, საბანკო-საკრედიტო საქმესა და იურიდიულ საკითხებს.
დიმიტრი ყიფიანის ნაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არ გამოქვეყნებულა, მრავალმხრივ საინტერესო მასალაა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის და, ვფიქრობთ, დააინტერესებს როგორც სპეციელისტებს, ისე მკითხველთა ფართო წრეს.
|
ყველა »