ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი დავით სარაჯიშვილი (1848-1911) დაიბადა 1848 წლის 28 ოქტომბერს. 1866 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია. იმავე წელს პეტერბურგში გაემგზავრა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა. მოგვიანებით სწავლა გერმანიაში ჯერ მიუნხენის, შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. 1872-1878 ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას.
საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დავითი საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაება და უცხოეთში სასწავლებლად მყოფ ახალგაზრდათა (ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე, ვასილ პეტრიაშვილი, გიორგი წერეთელი.....) მიერ დაარსებულ საზოგადოება ,,უღელის’’ აქტიური წევრი გახდა. საზოგადოება მიზნად ისახავდა ევროპული საზოგადოებრივი აზრის, ლიტერატურის შესწავლას და პოპულარიზაციას საქართველოში.
1878 წელს დავითი გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად. საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. 1885 სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფიკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. სარაჯიშვილისეულმა პროდუქციამ 1989-1913 წლებში საერთაშორისო გამოფენებზე 14 მედალი (აქედან 10 ოქროსი) მოიპოვა.
დავით სარაჯიშვილმა სახელი გაითქვა არა მარტო როგორც მეცნიერმა და მეწარმემ, არამედ, როგორც ქველმოქმედმაც. მისი ინიციატივით და დიდი წილი მისივე სახსრებით აშენდა თბილისში ქაშვეთის ტაძარი, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინდის, კალოუბნის და მრავალ სხვა ეკლესიას. დავით სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა. კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; მომღერლები: ვალერიან ქაშაკაშვილი, ვანო სარაჯიშვილი; მხატვრები: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, გრიგოლ მესხი; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე; მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სოლომონ ჩოლოყაშვილი, მოსე შალამბერიძე, სილოვან კაკაბაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, არჩილ ქართველიშვილი, ნინო ციციშვილი, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე. დავითი ფულად დახმარებას უწევდა ასევე უცხოეთში მყოფთ: აკაკი შანიძეს, ვახტანგ კოტეტიშვილს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას და ა.შ.
აღსანიშნავია დავით სარაჯიშვილის ღვაწლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი სახელი უკავშირდება „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნას.
დავით სარაჯიშვილის ქველმოქმედების წყალობით მრავალმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება საზღვარგარეთ და არაერთი მნიშვნელოვანი ეროვნულ–კულტურული წამოწყება განხორციელდა.
"გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს... შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე" - ზაქარია ჭიჭინაძე.