სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბილიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის გარიცხვისა და ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 ივლისის N97/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 20 მარტის №5479/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბილიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის გარიცხვისა და ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 ივლისის N97/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში და წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ძირითადი დოკუმენტები, რომლებშიც ფონდის აღრიცხვა წარმოებს, არის საინვენტარო წიგნები, ჯამური აღრიცხვის წიგნები, სააღრიცხვო აქტები, რომლებიც მიეკუთვნება მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტებს, ექვემდებარება მუდმივ შენახვას, ინახება სპეციალურად გამოყოფილ საცავში, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილის პასუხისმგებლობით. პირთა დაშვება სააღრიცხვო დოკუმენტებთან შეზღუდულია
და ასეთ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ნებართვით“.
2.
ბრძანების
განხორციელებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა