|
ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის ჩანაწერებში გრაფა - „ბიბლიოთეკაში“ - მითითებული სპეციალური ტერმინების განმარტება: რდ I - შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზი (დახურული ფონდი) რდ II- შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზი (ნახევრად ღია ფონდი) რდ III- შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზი (ღია ფონდი) |
eBooks
eBooks თსუ-ს ელექტრონული დოკუმენტების საცავია, რომელშიც დაცულია თსუ-ს ბიბლითეკის ფონდის ყველაზე მოთხოვნადი გამოცემების და დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები. წიგნები, დისერტაციები, გამოსახულებები, პერიოდული გამოცემები, აუდიო მასალები დალაგებულია ანბანური წესით.
საავტორო უფლების დაცვის მიზნით წვდომა საცავში დაცული დოკუმენტების ნაწილზე შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის შემდეგ. eBooks-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ თსუ-ს ელ-ფოსტის მისამართების მფლობალთათვის. დანარჩენ დოკუმენტებზე წვდომა თავისუფალია ინტერნეტის ნებისმიერი სივრციდან.
DSpace
თსუ-ს ინტელექტუალური ნაშრომების რეპოზიტორი DSpace
DSpace რესურსი (რეპოზიტორი) თსუ-ს ინტელექტუალური ნაშრომების საცავია, რომელიც აკადემიური პორთფოლიო/პროფილის შექმნის საშუალებას იძლევა. შესაძლებელია გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებლად მომზადებულ სხვადასხვა სახის და თემატიკის ციფრული დოკუმენტების დაცვა.
რეპოზიტორში ავტორი ფაკულტეტის ბიბლიოთეკარის დახმარებით ათავსებს ელექტრონულ მონაცემებს პუბლიკაციის შესახებ და სრულ ტექსტს (აუცილებელია) ციფრულ ფორმატში. ავტორი შეიძლება იყოს: უნივერსიტეტის დოქტორანტი, თუ მის რომელიმე ნაშრომს მინიჭებული აქვს ISBN და/ან დაბეჭდილია ISSN-ის მქონე ჟურნალში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, დოქტორის ხარისხის მქონე ადმინისტრაციული პერსონალი. ავტორს აგრეთვე შეუძლია გამოუქვეყნებელი ნაშრომების, კონფერენციების მასალების და ზოგიერთი სხვა ინფორმაციული ციფრული დოკუმენტის განთავსება.
UNICODE შრიფტებით დაბეჭდილი დოკუმენტი აიტვირთება pdf წამკითხვად (არა ფოტო გამოსახულების) ფორმატში, ნებისმიერ ენაზე. ასატვირთ დოკუმენტთან ერთად ავტორი ცალკე ფაილად წარადგენს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს (კითხვებისთვის მიმართეთ ფაკულტეტის ბიბლიოთეკარებს).
რეპოზიტორი უზრუნველყოფს დოკუმენტებზე ონლაინ ღია წვდომას და აქედან გამომდინარებს ავტორების (და თანაავტორების) უფლებები და პასუხისმგებლობა.
დოკუმენტის ატვირთვის უფლება აქვს მხოლოდ ნაშრომის ავტორებს (ერთერთს კოლექტივის არსებობის შემთხვევაში). ატვირთული დოკუმენტის სამეცნიერო ღირებულება, კანონიერება და აუთენტურობა ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ არ მოწმდება.
რეპოზიტორში განთავსებული დოკუმენტები ინდექსირდება Google Scholar საძიებო სისტემის მიერ.
მხოლოდ თსუ-ს რეპოზიტორში ელექტრონულ ფორმატში ატვირთული პუბლიკაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულ პუბლიკაციად არ ჩაითვლება!
კითხვებისთვის დაგვიკავშირდით უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და ფაკულტეტების სამკითხველო დარბაზებში.
(საკონტაქტო პირი თეიმურაზ ყანჩელი, +(995 32) 225-0484 დამ. 9532
ePrints
თსუ-ს ePrints რეპოზიტორში დოკუმენტების განთავსება შეწყვეტილია და მის ფუნქციას ასრულებს DSpace. ePrints სისტემაში შენახული დიკუმენტები აქტუალურია და მუდმივად წვდომადი იქნება.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
დოკუმენტების საეთაშორისო ბაზა "EconLit"