2017-03-17

თსუ სტუდენტთა მხატვრული ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა


2017 წლის  20 მარტს, 16:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თსუ სტუდენტთა მხატვრული ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ   I     კორპუსი,   III   სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.

Print

« იხ. ყველა სიახლე