1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, საბჭოთა ხელისუფლების მიერ, განხორციელებული სამხედრო ოკუპაციის ამსახველი ფოტო-გამოფენა.
(რომელშიც წარმოდგენილი მასალის მიხედვით ცხადი ხდება, თუ როგორ და რა პირობებში მოუხდა, ქართველ ერს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, რომლის დასაცავად თავგანწირულად იბრძოდა, როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილია, კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში, წარმოებული ბრძოლის ამსახველი ამბები და ის რეპრესიები, რომელიც უნივერსიტეტის წინააღმდეგ განხორციელდა).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი – (25 თებერვალი).