CALENDAR

TV- გადაცემა "უნი-ვერსი"

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დიქრექტორს გიორგი ბარათაშვილსა და თსუ-ის რექტორ ლადო პაპავას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად უნივერსიტეტის ,,მულტიმედიაცენტრის" ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი - ,,სუპერ-ეგო" საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გადის ყოველ შაბათს 5 საათზე.
თემა: რექტორი კი არ უნდა გადადგეს, არამედ უნდა გამაგრდეს!

რექტორი კი არ უნდა გადადგეს, არამედ უნდა გამაგრდეს! - თსუ-ის პროფესურის მიმართვა  ლადო პაპავას და აკადემიური საბჭოს წევრის, გადაცემის სტუმრის  ავთანდილ სილაგაძის პოზიცია.
წამყვანი:  თამარ ჩიქოვანი.

თემა: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები - რექტორ ლადო პაპავას პოზიცია

არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს! არა  გიორგი გაფრინაშვილის კანდიდატურას! ავტონომია უნივერსიტეტს! - ამ ლოზუნგის ქვეშ გაერთიანებული საპროტესტო აქციები უნივერსიტეტში და კანცლერობის კანდიდატის პოზიცია.
უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გამო, უნდა დაეკისროს თუ არა მთელი პასუხისმგებლობა რექტორს.
სტუდიაში მოწვეულია რექტორი  ლადო პაპავა. 
წამყვანი  იაგო კაჭკაჭიშვილი.

თემა: ეფექტური საჯარო გამოსვლა

სტუმარი:  მარიკა დარჩია, "მედია-პალიტრას" კრეატიული დირექტორი;
წამყვანი:  ზაზა ხუციშვილი.

თემა: რას გულისხმობს აკადემიური თავისუფლება? არის თუ არა უნივერსიტეტში აკადემიური თავისუფლება?

ამ თემაზე სტუდიაში მოწვეული პროფესორები და სტუდენტები მსჯელობენ.
სტუმარი:  აკაკი ყულიჯანიშვილი,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების პროფესორი.
წამყვანი:  თამარ ჩიქოვანი.

XLII გადაცემა, 30 იანვარი, 2016 წელი
სამართლის დოქტორის, ნინო ჯიბუტის მონოგრაფიის წარდგინება. ჟურნალის „თსუ-მეცნიერება“ პრეზენტაცია. „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“ - დოქტორანტ ლაშა ასანიძის გამოფენა თსუ-ში. ფილმი პროფესორ მზექალა შანიძეზე, რომელსაც 90 წელი შეუსრულდა. „გარდასულ დღეთა მატიანე“ - წიგნის პრეზენტაცია მეცნიერ შალვა დადიანზე.
XLI გადაცემა, 16 იანვარი, 2016 წელი
მიშელ რამიშვილი სტუმრად თსუ-ში.  ქართველური ონომასტიკის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. „ინტელექტუალთა ბანკი“ - სტუმრად მარიამ ლორთქიფანიძის დიდი ოჯახი. საახალწლო წარმოდგენა თსუ-ის თანამშრომელთა შვილებისთვის.
XL გადაცემა, 19 დეკემბერი, 2015 წელი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა თსუ-ს სპეციალური ჯილდო გადასცა „2015 წელს საჯარო ინფორმაციის 100%-ით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.“ გადაცემის სტუმარია ვიცე-რექტორი დარეჯან თვალთვაძე. უნივერსიტეტის ქრონიკა: თსუ-ის მაღალიენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. ადამ მიხნიკი თსუ-ში. ინტელექტუალთა ბანკის სტუმარია პროფესორი გოჩა ჯაფარიძე, რომელმაც მთელი ცხოვრება საქართველოს არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების კვლევას მიუძღვნა. შეხვედრა მწერალთან - რატომ აფიქრებს ნაირა გელაშვილს ახალგაზრდების ბედი.

XXXIX გადაცემა, 21 ნოემბერი, 2015 წელი
საუნივერსიტეტო ქრონიკა: - საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის გახსნა. იუსტინე აბულაძის ნეშტის გადმოსვენება თსუ-ის პანთეონში. წიგნის „ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში“ პრეზენტაცია. საერთაშორისო სემინარი: „საქართველოში ენგურის ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროების მიმართ“. თსუ-ის ა. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში არჩილ თეთრაულისა და ზურაბ სოსელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. გალაკტიონისადმი მიძღვნილი საღამო - „მერი-100 წლისაა“ გადაცემის სტუმარია სამეცნიერო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი თემაზე: როგორ უნდა ჩაერთონ თსუ-ის სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობაში? ინტელექტუალთა ბანკი წარმოგიდგენთ პროფესორ გიორგი გოგოლაშვილს. თაზო გარსიძე სტუდ-ეტიკში.
XXXVIII გადაცემა, 7 ნოემბერი, 2015 წელი
უნივერსიტეტის ქრონიკა: თსუ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა გაიხსნა. იოსებ ყიფშიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „თხზულებანის“ კრებულის პრეზენტაცია. იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო ღონისძიება. თსუ-ის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის ღონისძიება. ინტელექტუალთა ბანკის სტუმარია ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა. რეპორტაჟი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები.
XXXVII გადაცემა, 24 ოქტომბერი, 2015 წელი
როგორ დასრულდა სტუდენტური თვითმმართველობის საპროტესტო აქციები თსუ-ში? - პოზიციები, აქცენტები, გამოხმაურება.
XXXVI გადაცემა, 19 სექტემბერი, 2015 წელი
ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონია და აქცია უნივერსიტეტის ეზოში. აქვს თუ არა საფუძველი პროტესტანტი სტუდენტების კრიტიკას?  - რექტორი ლადო პაპავა თავისი არგუმენტებით და პოზიციებით გადაცემის სტუმარია. ,,უნივერსიტეტის ქრონიკაში": რექტორმა ლადო პაპავამ საზოგადოებას თავისი 2 წლიანი მოღვაწეობის ანგარიში ჩააბარა. სანდიეგოს უნივერსიტეტის ბაკალავრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება თსუ-ში საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიულოცა. სემინარი - ,,პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან". განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი შოთა ცხოვრებაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ,,ინტელექტუალთა ბანკის" სტუმარია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე. სიუჟეტი - წელს თსუ-ს მაგისტრატურა 800-მდე სტუდენტმა დაამთავრა. 
XXXV გადაცემა. 11 ივლისი, 2015 წელი.
,,უნივერსიტეტის ქრონიკაში": აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კვირეული თსუ-ში. წიგნის ,,საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების პრობლემა და გამოწვევები" პრეზენტაცია. რაინერ კლუმპის წიგნის ,,ეკონომიკური პოლიტიკა - მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები" ქართული თარგმანის პრეზენტაცია. გადაცემის სტუმარია თსუ-ის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მაია ჩიღვინაძე თემით: როგორ შეხვდა საგამოცდო სეზონს უნივერსიტეტი? ,,სტუდ-ეტიკში"  - დიმიტრის დიმიტრიადისის საკულტო რომანი - ,,ვკვდები, როგორც ქვეყანა" ქართულ ენაზე უნივერსიტეტის დოქტორანტმა თათია მთვარელიძემ თარგმნა. მხატვარ რეზო ადამიას გამოფენა უნივერსიტეტში - ,,გალაკტიონი და კოსმოსი".
XXXIV გადაცემა. 27 ივნისი, 2015 წელი.
რეპორტაჟი 13 ივნისს დედაქალაქში განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს განადგურებული უნივერსიტეტის ჰიდრო-მეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიიდან. გადაცემის სტუმარია თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა თემით: სტიქიური მოვლენები და უნივერსიტეტი. მუსიკოს მებო ნუცუბიძის საქველმოქმედო კონცერტი.
XXXIII გადაცემა. 13 ივნისი, 2015 წელი.
,,უნივერსიტეტის ქრონიკა"-ში: დოიჩე ველე აკადემიისა და თსუ-ის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,მედია, სამართალი და ეთიკა - თავისუფლება საზღვრებს გარეშე?" გაიხსნა. ქართული ფინანსური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა. თსუ-სა და ქალთა საინფორმაციო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ,,პირველსხიველების" შემოქმედებითი საღამო. გადაცემაში სტუმრად მოწვეული სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი ახალი სასწავლო წლისთვის მზადებაზე საუბრობს. აკადემიკოსად ახლად არჩეული აპოლონ სილაგაძის ,,ინტელექტუალთა ბანკი". სტუდენტების ვოიაჟი ბაკურიანში და კონკურსში გამარჯვებულნი ,,სტუდ-ეტიკში".
XXXII გადაცემა, 30 მაისი, 2015 წელი.
ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი - როგორი არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას?  - 26 მაისისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი (გადაცემის მთავარი თემა). 9 აპრილი თუ 26 მაისი?  - როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე?  - ამ კითხვას გადაცემის სტუმარი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური პასუხობს. რა მიზნები ამოძრავებს საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც ახლახანს დაფუძნდა? (სიუჟეტი ,,უნივერსიტეტის ქრონიკაში"). აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის ,,ინტელექტუალთა ბანკი". ,,სტუდ-ეტიკი" ესეების კონკურსში გამარჯვებულ უნივერსიტეტის სტუდენტს ლილე ყაზაიშვილს მასპინძლობს.
XXXI გადაცემა, 16 მაისი, 2015 წელი.
რუბრიკა - ,,უნივერსიტეტის ქრონიკა": ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ან ბრასორის ლექცია თსუ-ში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,გამოყენებითი ეკოლოგია - პრობლემები, სიახლეები". პროფესორ თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექცია - ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი". წიგნის - ,,შემოდგომის ლეგენდა 2014" პრეზენტაცია. რობერტ სტურუას სპექტაკლის - ,,ასულნი" განხილვა თსუ-ის პროფესორების მონაწილეობით. გადაცემის სტუმარია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე თემით: როდის გამოქვეყნდება სემესტრული სტუდენტური გამოკითხვის შედეგები და რა გავლენას იქონიებს იგი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. რუბრიკა ,,ინტელექტუალთა ბანკი" წარმოგიდგენთ პროფესორ არნოლდ გეგეჭკორს. რუბრიკა ,,სტუდ-ეტიკი": ,,სტუდენტური დღეები 2015"-ის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება რიყეზე.
XXX გადაცემა, 2 მაისი, 2015 წელი.
გადაცემის მთავარი თემა: ,,სამეცნიერო ფორუმი - 2015" თსუ-ში. რუბრიკა ,,უნივერსიტეტის ქრონიკა": ,,საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები" - რა არის აკადემიკოს ლადო პაპავას წიგნის მთავარი მეცნიერული ღირებულება? ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონის პრეზენტაცია. ჟურნალ ,,თსუ მეცნიერების" ვებ-გვერდის პრეზენტაცია. შპს ,,ჯინო-პარკთან" თსუ-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ევროინტეგრაციის სამინისტროს ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის რომან კაკულიას საჯარო ლექცია. რუბრიკა ,,ინტელექტუალთა ბანკი" წარმოგიდგენთ ახლადარჩეულ აკადემიკოსს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს ავთანდილ არაბულს. რუბრიკა ,,სტუდ-ეტიკი": უნივერსიტეტის სტუდენტების მეცნიერული ხედვა ამერიკაზე (სტუდენტური კონფერენცია: ,,აშშ - კულტურა და საზოგადოება").
XXIX გადაცემა, 18 აპრილი, 2015 წელი.
დოკუმენტური ფილმი - ,,თამაზ გამყრელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნაცნობი და უცნობი მხარეები" (ავტორი და რეჟისორი ნინო კაკულია).
XXVIII გადაცემა, 4 აპრილი, 2015 წ.
რეფორმების შედეგად თსუ-დან დათხოვილი ღირსეული თანამშრომლებისთვის ფინანსური დახმარების ინიციატივა, რომელიც რექტორ ლადო პაპავას ეკუთვნის, პარლამენტმა კანონად აქცია. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ვანო კიღურაძის კომენტარები გადაცემის ,,მთავარ თემაში".  უნივერსიტეტი ქართველ მეცნიერებს GRID-ის საერთაშორისო სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს  - იხილეთ ,,უნივერსიტეტის ქრონიკა".     რელიგისაა და მეცნიერების ურთიერთმიმართების პრობლემაზე საუბარს ჩვენს გადაცემაში სტუმრად მოწვეული პროფესორი - ზაზა ფირალიშვილი უძღვება.  წლების განმავლობაში ამოუწურავი შრომის ფასად სულ მალე დარგობრივი ლექსიკონები და ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სრული ვერსიაც გამოიცემა - პროფესორი თინა მარგალიტაძე ,,ინტელექტუალთა ბანკში".    ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლაჰილი" სვანურ კულტურას გვინახავს - სვანი სტუდენტები ,,სტუდ-ეტიკში".
XXVII გადაცემა. 21 მარტი, 2015 წ.
პოსტდოქტორანტურის კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. რა მოლოდინები აქვთ მომავალ მეცნიერებს? - ნახეთ ,,მთავარ თემაში". უნივერსიტეტმა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გასააქტიურებლად ახალი რეგულაციები შემოიღო. რას ითვალისწინებს პროფესურისადმი წაყენებული ახალი მოთხოვნები? _ გადაცემის სტუმარია ვიცე-რექტორი მერაბ ელიაშვილი. რექტორი ლადო პაპავა სტუდენტებს შეხვდა. მწვავე დისკუსია და პოზიციები _ ნახეთ ,,უნივერსიტეტის ქრონიკაში". საიდან იწყება განხეთქილება სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრებასა და რობერტ სტურუას სპექტაკლ ,,ასულნის” შორის? _ ერთად ვეძებოთ გამოსავალი.
XXVI გადაცემა, 7 მარტი, 2015 წელი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეჭირვებულ სტუდენტთა სწავლის ხელშეწყობის ფონდი შეიქმნა. ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გამართული კიტა აბაშიძის კოლექციიდან წიგნების გამოფენა საქართველოს ოკუპაციის დღეს მიეძღვნა. თსუ-ში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნა. გადაცემის სტუმარია საერთაშორისო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელი, პროფესორი მაია კვეზერელი-კოპაძე თემით: ,,ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია". დედის დღის აღსანიშნავად სტუმრად პროფესორ ინესა მერაბიშვილთან.
XXV გადაცემა, 21 თებერვალი, 2015 წელი
პრობლემა: თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები საბიბლიოთეკო ელექტრონულ ბაზებს ნაკლებად ეცნობიან. უნივერსიტეტის 97 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. დავით უსუფაშვილმა თსუ-ში საჯარო ლექცია - ,,ჩვენი სახელმწიფო" წაიკითხა. თსუ-ის სტუდენტების მიერ მომზადებული ,,ქართული მემარცხენეობის" ქრესტომათიის" პრეზენტაცია. ,,როგორ ვმართოთ კონფლიქტი" - პროექტის პრეზენტაცია. გადაცემის სტუმრები არიან თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებლები ვახტანგ ჭარაია, ოთარ ანგურიძე, ირაკლი დოღონაძე და პროექტების მენეჯერი ირინა გონაშვილი თემით: ცენტრის მიზნები, ამოცანები, პროექტები, პროგნოზები. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უსინათლო სტუდენტების დასახმარებლად მინი-აუდიო (ხმის ჩამწერი) სტუდია გაიხსნა.
XXIV გადაცემა, 7 თებერვალი, 2015 წელი.
რექტორ ლადო პაპავას პრესკონფერენცია  - 2015 წელი თსუ-ში მეცნიერების წლად გამოცხადდა -  რა ახალი მოთხოვნები წაეყენებათ პროფესორებს? ჟურნალ ,,თსუ მეცნიერების" ახალი ნომრის მიმოხილვა და ინტერვიუ ჟურნალის რედაქტორთან თამარ ხორბალაძესთან. ქართველოლოგიური ცენტრის საქმიანობა და ,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2015". ფოთის მერიასთან თსუ-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ესტატე ხმალაძის სტიპენდიატი მაგისტრანტი ოთარ სახელაშვილი გახდა. გადაცემის სტუმარია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე თემით: ახალგაზრდული პოლიტიკის ახალი გეგმა. რეპორტაჟი - ახალგაზრდული ინტერესები.
XXIII გადაცემა, 24 იანვარი, 2015 წელი.
სემესტრული გამოცდების მიმდინარეობა - პრობლემები, შეფასებები. მოშე-ხაიმ (თემურ) მდინარაძის მონოგრაფიის - ,,თორისა და ,,ქებათა ქების" არსის საიდუმლოებათა შემეცნება ვეფხისტყაოსნით" პრეზენტაცია. 74-ე სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია თსუ-ში. დოქტორ დავით მაზიაშვილის წიგნის - ,,ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი" პრეზენტაცია. შსს-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - ,,არა ძალადობას!" გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია. რეპორტაჟი თსუ-ის ფუტსალის გუნდის მიღწევებზე.
XXII გადაცემა, 10 იანვარი, 2015 წელი
თსუ-ის პროფესორების ქეთი გოჩიტაშვილისა და კახა გაბუნიას ოჯახში საახალწლო ნაძვის ხის გარშემო. თსუ-ის ასოცირებული პროფესორის ირაკლი კობახიძის ოჯახში საახალწლო სუფრასთან. სტუდენტური ტური გუდაურში. საახალწლო ღონისძიება თსუ-ის თანამშრომლების შვილებისთვის.
XXI გადაცემა, 27 დეკემბერი, 2014 წელი
რისმაგ გორდეზიანის ოჯახში საახალწლო სუფრასთან. უნივერსიტეტელები ზურაბ გაიპარაშვილის ოჯახიდან საახალწლო ნაძვის ხის გარშემო. ,,თსუ ეკო-კლუბის" ღონისძიება  -  ,,შექმენი შენი ნაძვის ხე". რექტორი ლადო პაპავა ახალ წელს გვილოცავს. სტუდენტური წვეულება კლუბ ,,ტრიუმფში"
XX გადაცემა, 20 დეკემბერი, 2014 წელი
ფილმი - ,,გოგლიკო" (ავტორი: ნინო კაკულია) ეძღვნება იმ 19-იოდე წლის ბიჭების ხსოვნას, რომლებიც თბილისის ზღვაზე 1984 წელს მოგზაურ ტიმ სევერინის დასახვედრად წვრთნებს გადიოდნენ და უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ. გიორგი (გოგლიკო) ჩოგოვაძე და მისი განუყრელი მეგობრები ერთმანეთის გადასარჩენად წყალში გადახტნენ... ფილმში მოთხრობილია 19 წლის გოგლიკოს ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ბიოგრაფია.
XIX გადაცემა, 6 დეკემბერი, 2014 წელი
თსუ-ის რექტორის პასუხი პროტესტანტი სტუდენტების მოთხოვნებზე. გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე. დათო ტურაშვილის წიგნის - ,,ტყეების მეფე" პრეზენტაცია თსუ-ში. სტუდენტების მადლობის სიგელი რექტორ ლადო პაპავას. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის" 87 წლის საიუბილეო სხდომაზე. დოქტორანტი გიორგი ტეფნაძე ინტელექტუალთა ბანკში. იაპონური კულტურის ფესტივალი თსუ-ში.
XVIII გადაცემა, 15 ნოემბერი, 2014 წელი
რექტორის პრესკონფერენცია - ლადო პაპავა სტუდენტთა ბრალდებებს პასუხობს. კონფერენცია: ,,კავკასიის სიძველეები მსოფლიოს მუზეუმებში
XVII გადაცემა,15 ნოემბერი, 2014 წელი
ფილმი ,,უნივერსიტეტის გაზეთი - უნივერსიტეტის პოზიცია. ფილმში ასახულია: უნივერსიტეტის გაზეთის 87 წლიანი ისტორია – რა პოზიციებს ატარებდა უნივერსიტეტის გაზეთი? რის მეტყველია გაზეთის ფურცლები და რამდენად იყო და არის მასში ასახული უნივერსიტეტის რეალური ცხოვრება?
XVI გადაცემა,25 ოქტომბერი, 2014 წ.
სამართლიანობის აღდგენის ტენდენციები თსუ-ში: უნივერსიტეტს 22 პროფესორი დაუბრუნდა. გადაცემის სტუმარია საზოგადო მოღვაწე და პოეტი დავით მაღრაძე. ვინ აირჩია უნივერსიტეტმა ახალ აკადემიურ საბჭოში? პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რექტორ ლადო პაპავას საკანონმდებლო ინივიატივას უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელთათვის ფინანსური დახმარების გაწევის კუთხით. თსუ-მეტრი: ანდრია აფაქიძის მოღვაწეობა
XIV გადაცემა, 11 ოქტომბერი, 2014 წ.
პროტესტი გრძელდება - თსუ-ის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და უნივერსიტეტისთვის შეუფერებელი მშენებლობის დაწყებას გმობენ. გადაცემაში სტუმრად მოწვეული სტუდენტები: ლევან ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მეტრეველი და ირაკლი კუპრაძე უნივერსიტეტის მახლობლად გაზგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ განცხადებებს აკეთებენ
XIII გადაცემა, 4 ოქტმობერი, 2014წ.
აშენდება თუ არა უნივერსიტეტის კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგური? სტუდენტური პროტესტი თბილისის მერიასთან.უნივერსიტეტს ყოველთვის ექნება თავისი პოზიცია _ გადაცემის სტუმარია სოციოლოგი, პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.ვინ გახდა უკვე მეორედ რექტორის სტიპენდიატი?ლადო ჭანტურია _ ელჩი და მეცნიერი კვლევის სფეროში სახელმწიფოს მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.ანსამბლმა ,,თსუ გორდელამ” თავისი ალბომის პრეზენტაცია მოაწყო.
XII გადაცემა,27 სექტემბერი, 2014 წ.
პოეტისა და მთარგმნელის, მხატვრული თარგმანის თეორეტიკოსის გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო ღონისძიებები. გივი გაჩეჩილაძისადმი მიძღვნილი ფილმი - ,,თავშესაფარი - პოეტური თარგმანი" (ავტორი და რეჟისორი ნინო კაკულია)
XI გადაცემა,20 სექტემბერი, 2014 წ.
სტუდენტთა ნაწილის პრეტენზიებს უნივერსიტეტი გაკეთებული საქმით პასუხობს. ლადო პაპავას ანგარიში - რექტორობის ერთი წელი.
პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებს განვითარების ფონდის შექმნას ჰპირდება. გადაცემის სტუმარია მინისტრი თამარ სანიკიძე.
უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლის 115-ე წლისთავთან დაკავშირებით არქიმანდრიტის - გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონია ვარდების მოედანზე - ხელისუფლება სტუდენტებისთვის დანაპირების შესრულებას იწყებს.
X გადაცემა, 2 აგვისტო 2014 წ.
რას გვავალდებულებს უნივერსიტეტელობა? უნივერსიტეტელი მერის - დავით ნარმანიას პოზიციები თსუ-სთვის ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. უნივერსიტეტელი ელჩის - ლადო ჭანტურიას 34 წელი უნივერსიტეტში.
IX გადაცემა, 19 ივლისი, 2014 წ.
ედუარდ შევარდნაძე და უნივერსიტეტი. შეფასებები და მოგონებები - გადაცემის სტუმარია თსუ-ის ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი. ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა.მეცნიერთა ჯგუფის გამოგონება - ახალი ტიპის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები.
VIII გადაცემა, 5 ივლისი, 2014 წ.
თსუ–ში ახალი ფაკულტეტის – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნაზე რექტორი ლადო პაპავა საუბრობს. რა საერთო ინტერესი ამოძრავებთ ქართველებს და აფხაზებს? – ქართულ–აფხაზური ცენტრის პოზიციები. თსუ–მ ტიმ სევერინს უმასპინძლა
VII გადაცემა - 21 ივნისი, 2014 წ.
სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტების პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვენ. ქართველმა ფიზიკოსებმა მსოფლიოში პირველებმა მიაგნეს ახალ მეთოდს, რომელმაც შესაძლოა თანამედროვე ზეგამტარი და მაგნიტური ნივთიერებების წარმოებაში რევოლუცია მოახდინოს - ინტერვიუ ალექსანდრე შენგელაიასთან. გასაუბრება ლოპოტაზე - რექტორმა ლადო პაპავამ სტუდენტებს ეკონომიკის სფეროში აქტუალურ საკვლევ თემებზე მიანიშნა.
VI გადაცემა - 7 ივნისი, 2014 წ.
გიუნტერ ფალტინის მოხსენება - ,,გონება ამარცხებს კაპიტალს". სტუდენტთა მოქალაქედ აღზრდის ტენდენციები თსუ-ში – გადაცემის სტუმარია სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები რაჭიდან გზავნილით.
V გადაცემა - 24 მაისი, 2014 წ.
ვინ მიიღებს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიას? - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი თსუ-ში. რამდენად უწყობს ხელს უნივერსიტეტი ახალგაზრდებს - განათლება საზღვარგარეთ მიიღონ? რა გაცვლითი პროგრამები მოქმედებს უნივერსიტეტში? გადაცემის სტუმარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე. სტუდენტური თვითმმართველობის 16 მაისის არჩევნები თსუ-ში.
IV გადაცემა - 10 მაისი, 2014 წ.
რა მოთხოვნები წამოაყენეს სტუდენტებმა მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციებზე?რის საფუძველზე ასკვნიან მეცნიერები, რომ საქართველოში დემოგრაფიული ვითარება საგანგაშოა? - ინტერვიუ რევაზ გაჩეჩილაძესთან. გადაცემის სტუმარია რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი ლეო ჩიქავა. სტუდენტური თვითმმართველობის პირველი თავისუფალი არჩევნები თსუ-ში. ოთარ ბაქანიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი გადაეცა.
III გადაცემა - 26 აპრილი, 2014 წ.
ვინ არიან წლის საუკეთესო მეცნიერ-მომხსენებლები, რომლებიც ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო  ფორუმზე გამოვლინდნენ? ენის წახდენის გზაზე დამდგარ ერს რა გამოსავალს სთავაზობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი? -  გადაცემის სტუმარია ავთანდილ არაბული.
II გადაცემა - 19 აპრილი, 2014 წ.
მიხეილ ქურდიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმი - ,,როცა კაცს უყვარს" (ავტორი: ნინო კაკულია)
I გადაცემა - 12 აპრილი, 2014 წ.
რა გაკეთდა უნივერსიტეტში ლადო პაპავას რექტორად მოსვლიდან დღემდე? გადაცემის სტუმარია რექტორი ლადო პაპავა.