ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-29

თანამშრომელთა საყურადღებოდ!

ცვლილება სადაზღვევო პაკეტში!


გაცნობებთ, რომ სადაზღვევო კომპანია ,,ქართუ“-მ წარმოადგინა სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მედიკამენტების 25%-ით გაძვირების თაობაზე, რამაც გამოიწვია თსუ-სა და ,,ქართუს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგნის ჯამური ღირებულების ზრდა 10%-ზე მეტად. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლითა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე კომპანიამ ითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. მოლაპარაკების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2014 წლის 03 დეკემბრის N924/06 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართ N1-ში, კერძოდ დანართის პირველ ფურცელზე მითითებულ ცხრილში შევიდა შემდეგი ცვლილება:
     
 
მომსახურების სახე წლიური სადაზღვევო ლიმიტი  თანაგადახდა 
მედიკამენტები  
2000 ლარი
  60 %
მედიკამენტები (მზღვეველის მიერ მითითებულ სააფთიაქო ქსელში)   80 %



აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2015 წლის 01 ნოემბრიდან. ხელშეკრულების სხვა პირობები (მათ შორის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება) რჩება უცვლელი.
Print

« იხ. ყველა სიახლე