2012-12-25

სახელმძღვანელოს ,,სოციალური სტატისტიკა მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის“ პრეზენტაცია

25 დეკემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სახელმძღვანელოს ,,სოციალური სტატისტიკა მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის“ პრეზენტაცია. წიგნი ინგლისურიდან ითარგმნა და გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი დაფინანსებით.
მეთოდოლოგიურ საკითხებთან ერთად სახელმძღვანელოში მრავალფეროვანი და საინტერესო ციფრობრივი მონაცემებია მოყვანილი და გაანალიზებული აშშ–ის სხვადასხვა ოფიციალური წყაროდან. წიგნი დააინტერესებს არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მკვლევარებს და პრაქტიკოს სპეციალისტებს.  
წიგნის თარგმნას და გამოცემას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა ხელმძღვანელობდა.

მისამართი: თსუ X (მაღლივი)  კორპუსი, 206–ე  აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი