2013-06-05

"ვეფხისტყაოსანი – უილიამ შექსპირის ლიტერატურული წყარო"

5 ივნისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ქართველოლოგიური კლუბი და საინიციატივო ჯგუფი „თსუ-ლოგოსი“ კვლევის პრეზენტაციას გამართავენ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე მსმენელებს გააცნობს კვლევის წინასწარ შედეგებს: ,,ვეფხისტყაოსანი – უილიამ შექსპირის ლიტერატურული წყარო’’.
სტუდენტთა ქართველოლოგიურ კლუბში წაკითხული მოხსენება იქნება აღნიშნული კვლევის პირველი საინფორმაციო მოსმენა. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პირველნი გაეცნონ ხანგრძლივი სამეცნიერო მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნებს, რაც სამომავლოდ კლუბის მუშაობის ფორმატით შესაძლოა, მათი მსჯელობის საგნად იქცეს.
კლუბის წევრობის მსურველებმა გამოგზავნეთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე: nino.apciauri@yahoo.com ან tsu.logosi@gmail.com . ან დარეკეთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე 555 65 95 10; 2 29 08 33
დასწრება თავისუფალია

მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №07
« იხ. ყველა ანონსი