2017-05-29
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
29 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართავს რიგით მეორე, ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით:„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონფერენციის გახსნა - უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო სივრცე.
საკონფერენციო მოხსენებების წარდგენა - ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. #1. თსუ, I კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი