2017-05-29

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

29 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართავს რიგით მეორე, ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით:„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციის  გახსნა - უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო სივრცე.

საკონფერენციო მოხსენებების წარდგენა -  ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის  სამკითხველო დარბაზი.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. #1. თსუ, I კორპუსი

 

« იხ. ყველა ანონსი