2011-04-27
კიევ-მოჰილას აკადემიის ლექტორის, ვოლოდიმირ იშჩენკოს საჯარო ლექცია თემაზე: პროტესტები, დათმობები და რეპრესიები უკრაინაში
პრეს-რელიზი
ვოლოდიმირ იშჩენკოს საჯარო ლექცია
ვოლოდიმირ იშჩენკოს საჯარო ლექცია
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის გაზაფხულის სესიის ფარგლებში 27 აპრილს 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში (III სართული, CSS-ის ბიბლიოთეკა, აუდიტორია №336) შედგება კიევ-მოჰილას აკადემიის ლექტორის, ვოლოდიმირ იშჩენკოს საჯარო ლექცია თემაზე:
პროტესტები, დათმობები და რეპრესიები უკრაინაში
ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური
ვოლოდიმირ იშჩენკო არის კიევ-მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის სოციოლოოგიის დეპარტამენტიის ლექტორი. ის არის საზოგადოების კვლევის ცენტრის პროექტის „უკრაინული პროტესტი და მონაცემები იძულების შესახებ“ დირექტორი; ჟურნალის „სოციალური კრიტიკა“ რედაქტორი.
საჯარო ლექციაზე წარმოდგენილ საკითხებში ვოლოდიმირ იშჩენკო გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.