2018-03-15

ელექტრონული პეტიციების პორტალის პრეზენტაცია

15 მარტს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული პეტიციების სამთავრობო პორტალის ichange.gov.ge პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია პროექტის უპირატესობებისა და შესაძლებლობების თაობაზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება დისკუსია. სტუდენტებს, პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ მათთვის პრობლემატურ საკითხებზე და ამ საკითხების ელექტრონულ პეტიციებად ქცევის პოტენციალზე.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).   

პრეზენტაციასა და დისკუსიას წარუძღვება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი სალომე საღარაძე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი