2013-05-01

დოქტორ ჯინ ალენის ვორკშოპები პროფესორებისთვის

1 მაისს, 14.00 საათზე და 3 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ქ. ტორონტოს რიერსონის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მკვლევარს, დოქტორ ჯინ ალენს, რომელიც ჩაატარებს ვორკშოპებს პროფესორებისთვის.

ღონისძიება იმართება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აკადემიური მხარდაჭერის პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი