2011-08-01
ტალინის საზაფხულო სკოლა
2011 წლის 1–7 აგვისტოს, ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტსა და თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში
საზაფხულო სკოლა გაიმართება.
საზაფხულო სკოლის მიმდინარეობის დროს ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტრონული პროგრამების საფუძველზე სწავლების ფასილიტაციის უნარ-ჩვევების განვითარებას და ელექტრონული სწავლების სხვა თავისებურებებს. ასევე იგეგმება სოციალური მუშაობის უზრუნველმყოფი ინსტიტუციების საქმიანობის და ესტონეთის სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გაცნობა.
საზაფხულო სკოლას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან საზაფხულო სკოლაში მიონაწილეობენ: იაგო კაჭკაჭიშვილი, თამარ მახარაძე, თეონა მატარაძე, სალომე ნამიჭეიშვილი და ზურაბ ტატანაშვილი.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენენ: ვლადიმერ ღლონტი, ხათუნა დიასამიძე, გიორგი მასალკინი, ემზარ კახიძე და პაატა ჩაგანავა.
« იხ. ყველა ანონსი