2016-10-25

გამოფენა ,,შოთა რუსთაველი 850

25 ოქტომებერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გამოიფინება მუზეუმში დაცული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მიერ გამოქვეყნებული ”ვეფხისტყაოსნის” გამოცემები სხვადასხვა ენებზე, მათ შორისაა მარჯორი უორდროპისეული თარგმანი. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართველ ემიგრანტ მეცნიერთა ხელნაწერი ნაშრომები ”ვეფხისტყაოსანზე”.

ისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#13, თსუ VIII კორპუსი, ქართული ემიგრაციის მუზეუმი
« იხ. ყველა ანონსი