2012-05-18

საიუბილეო ღონისძიება - " ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 30 წელი"

18 მაისს, 11:00 – 14:00 სთ. საიუბილეო ღონისძიება - " ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 30 წელი."

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის (ზაარბრიუკენის) უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა,   სხვა ორგანიზაციებთან და ფონდებთან ერთად ასევე  DAAD- მიერ დაფინანსებული პროგრამის " აღმოსავლეთის პარტნიორობის " ხელშეწყობით უკვე 30 წელია წარმატებით ხორციელდება. 18 მაისს, გერმანული კვირეულის ფარგლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის , პროფესორ ფოლკერ ლინევებერისა და მისი თანმხლები დელეგაციის თანდასწრებით საზეიმოდ აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 30 წლის იუბილე. პარტნიორული ურთიერთობა ხორციელდება სხვადასხვა ორგანიზაციის და ფონდის მხარდაჭერით, ასევე მათ შორის DAAD- მიერ დაფინანსებული პროგრამის " აღმოსავლეთის პარტნიორობის " ხელშეწყობით.

ღონისძიებას საზეიმოდ გახსნის თსუ - ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სახელობის დარბაზი) « იხ. ყველა ანონსი