2012-05-25

საზეიმო სხდომა - „1918 წელი“

25 მაისს, 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო სხდომა - „1918 წელი“ გაიმართება. სხდომაზე სიტყვით გამოვლენ თსუ პროფესორები და წაიკითხავენ მოხსენებებს საქართველოს პირველი რესპუბლიკისდროინდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დამოუკიდებლობის წლებში.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი