2010-05-18

თსუ–ის გამომცემლობა თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალზე

18  მაისს, 13:30 საათზე ფილარმონიაში გაიხსნება თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 21 მაისამდე გაგრძელდება. ფესტივალზე თსუ–ს წარადგენს უნივერსიტეტის გამომცემლობა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“. ფესტივალის ფარგლებში 20 მაისს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალური პრეზენტაცია გაიმართება.
« იხ. ყველა ანონსი