2012-05-31
თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მოადგილეს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
31 მაისს, 15.30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მოადგილე, მთავრობის მდივანი ბულენტ არინჩი და თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ცნობილი თურქი პოეტის იანუს ემრეს კულტურის ცენტრს გახსნიან. რის შემდეგაც, თსუ პირველ კორპუსში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მოადგილეს, მთავრობის მდივანს ბულენტ არინჩის თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანი, თსუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.მისამართი: 15.30 სთ. - ი.ჭავჭავაძის გამზ. 36, თსუ მეხუთე კორპუსი
16.00 სთ. _ ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი