2010-07-05
განათლების მინისტრი თსუ-ის მე-11 გარემონტებულ კორპუსს ეწვევა
5 ივლისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემონტებულ მე-11 კორპუსს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეწვევა.
რემონტი თსუ-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2009 წლის 25 აგვისტოს "საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების" პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარდა. თსუ-ის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრებიდან 794 879 ლარი დაიხარჯა. მათ შორის ბიოლოგების კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე 518 130 ლარი. ბიოლოგების კორპუსში გარემონტდა დაახლოებით 7 500 კვ.მ. ფართი. მათ შორის 60 ოთახი, 37 აუდიტორია, 12 კომპიუტერული კლასი და 1 რესურსცენტრი. ასევე, ძირითადი აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციისათვის 38 სამუშაო ოთახი, რომელიც დაკომპლექტდა ახალი ინვენტარით. განათლების სამინისტროდან გამოყოფილი თანხა აგრეთვე დაიხარჯა ბიბლიოთეკის გათბობაზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ინვენტარზე და მე-10 (მაღლივი) კორპუსის მე-2, მე-5 და მე-7 სართულების რემონტზე.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI (ბიოლოგების) კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge