2014-03-20

ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზენტაცია

20 მარტს, 17.00 საათზე საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართება. 

მოხდება საზოგადოების მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებების ანგარიშგება, დაგეგმილი პროექტების დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოების საპატიო წევრების დასახელება.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.

მისამართი: ალექსიძის ქ. 1 კორპ.4 

« იხ. ყველა ანონსი