2013-05-15
ქართულ-ბერძნული ფესტივალის - „ოქროს საწმისი“ დახურვა
15 მაისს, 17:00 საათზე თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში შედგება ქართულ-ბერძნული ფესტივალის - „ოქროს საწმისი“ დახურვა.
პროექტს – ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო ფესტივალი „ოქროს საწმისი“ - დედაქალაქის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის წარმოგიდგენთ ქ. თბილისის კლასიკური გიმნაზია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი.
„ოქროს საწმისი“ ემსახურება ანტიკური, ბიზანტიური და თანამედროვე ბერძნული კულტურის გავრცელება-პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. ფესტივალის ფარგლებში უკვე მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კერძოდ, კონკურსები ლიტერატურასა და პოეზიაში, ხატვასა და ძერწვაში, ცეკვასა და სიმღერაში. აგრეთვე დაიდგა თეატრალური წარმოდგენები, ჩატარდა ვიქტორინა ბერძნულ მითოლოგიაში.
ღონისძიებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებითა და სიგელებით.
მისამართი: თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, მე-4 სართული, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი