2014-10-09

ანტინარკოტიკული კამპანიის „არა ბიონარკოტიკს“ მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემა

9 ოქტომბერს, 12:00 სათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება.

სასწავლო კურსის „სამაუწყებლო მედია ტელევიზია 1“ ფარგლებში სტუდენტთა ჯგუფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცახდებულ ანტინარკოტიკულ კამპანიაში „არა ბიონარკოტიკს“ მიიღეს მონაწილეობა და სოაციალური კლიპიც გადაიღეს.

ღონისძიებაზე კლიპის პრემიერა შედგება და ანტინარკიტიკული კამპანიის პროცესში სტუდენტების ჩართულობის ამსახველი ფოტოებიც გამოიფინება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი