2010-09-20
ახალი სასწავლო წელი თსუ–ში
20 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყებას აღნიშნავს.
9:00 საათზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყებას თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ალექსანდრე კვიტაშვილი მიულოცავს. სწავლის დაწყების ცერემონიას განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან. ტრადიციულად სწავლის დაწყების დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით მეგობარი კომპანია „ჯეოსელი“ იქნება, რომელიც რეიტინგულ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს. ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელებისთვის კი სახელმწიფო უნივერსიტეტმა სპეციალური საჩუქრები დააწესა. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ–ში ყველა სტუდენტური ვაკანსია შეივსო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 000 სტუდენტს ახალ სასწავლო წელს 2800–მდე პირველკურსელი შეუერთდება, 2010 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
20 სექტემბერს, 20:00 საათზე სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ვარდების მოედანზე ყველა სტუდენტისთვის ჯგუფი „მგზავრები“ კონცერტს გამართავს. სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ კონცერტში თსუ–ის ვაჟთა და გოგონათა ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი.
« იხ. ყველა ანონსი